სალომე ზურაბიშვილი - 8 დემონსტრანტი, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები - სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშე დგანან - კრიტიკის გაჩუმების, ხალხისა და ოპოზიციის დაშინების ნათელი მცდელობა - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი - 8 დემონსტრანტი, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები - სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშე დგანან - კრიტიკის გაჩუმების, ხალხისა და ოპოზიციის დაშინების ნათელი მცდელობა

2025-02-04 21:26:58+04:00

8 დემონსტრანტი, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები - სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშე დგანან - კრიტიკის გაჩუმებისა და ხალხისა და ოპოზიციის დაშინების ნათელი მცდელობა, - ასე აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება შსს-ს განცხადებას, რომლის თანახმად, „თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირებიდან 8-ს ბრალდება შეეცვალა - გამოძიება მათ სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს: სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება, რაც 4-წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

"2 თებერვალს თბილისში 31 დემონსტრანტი დააკავეს. ახლა 8 - მათ შორის პოლიტიკური ლიდერები - სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშე დგანან, ვინაიდან ადმინისტრაციული დარღვევა 4-წლიანი პატიმრობის საფრთხედ იქცა. კრიტიკის გაჩუმებისა და ხალხისა და ოპოზიციის დაშინების ნათელი მცდელობა", - წერს ზურაბიშვილი.

„თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ აქციაზე დაკავებული პირებიდან 8 მომიტინგეს ბრალდება შეეცვალა. გამოძიება ამჯერად მათ სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს, კონკრეტულად კი - სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულებს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მათივე განცხადებით, საავტომობილო გზის ბლოკირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.