სასამართლომ ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქე დამნაშავედ ცნო და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გიორგი კუჭუაშვილს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. ის გასული წლის 12 მაისს დააკავეს და სასამართლო პროცესები ამ დრომდე გრძელდებოდა. პროკურატურის განცხადებით, კუჭუაშვილმა სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელს ბოთლი ესროლა. თავად ბრალდებული ამას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ბოთლი ისროლა, თუმცა არა პოლიციის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ასევე დამნაშავედ ცნეს და 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს დავით კოლდირს, რომელიც ასევე ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ აქციებზე დააკავეს და პოლიციის მანქანის დაზიანებას ედავებოდნენ. შეგახსენებთ, იგივე ბრალდებით გუშინ, 5-წლიანი პატიმრობა გიორგი ოკმელაშვილსაც მიუსაჯეს.