პარლამენტის საგაზაფხულო სესის პირველი სხდომა პროტესტის ფონზე წარიმართა, რადგან მთავარი საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ადგილზე რიგითი მოქალაქეები და მედიის წარმომადეგენლები შეიკრიბნენ. ისინი „ბათუმელებისა“ და „ნეთგაზეთის“ დამფუძნებლის გათავისუფლებას ითხოვენ და მზია ამაღლობელისთვის პატიმრობას უკანონოს უწოდებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 24-დღიანი შიმშილობა ამაღლობელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეში აგდებს. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ საპროტესტო აქციაზე პოლიცია მომიტინგეებს მორიგჯერ დაუპირისპირდა.