წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება. „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევის თანახმად,საბაზისო სცენარით, საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 5%-ით გაიზრდება. მიმოხილვაში ნათქვამია, რომ საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში რეალური მშპ 6.7%-ით გაიზარდა, წინა თვის 7.5%-იანი ზრდის შემდეგ. აღნიშნული ზრდა ძირითადად განაპირობა საფინანსო, პროფესიული და სამეცნიერო, ტრანსპორტის, ვაჭრობის და ინფორმაცია და კომუნიკაციის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის დარგში. ჯამურად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა წლიურად 9.5%-ით გაიზარდა, 2023 წელს დაფიქსირებული 7.8%-იანი ზრდის შემდეგ. ნომინალური მშპ 13.5%-ით გაიზარდა და 91.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 33.7 მლრდ დოლარია, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 9 124 დოლარს გაუტოლდა