კიდევ ერთი რეკორდი, კომერციულმა ბანკებმა 3 მლრდ ლარზე მეტი წმინდა მოგება დაწერეს.უფრო კონკრეტულად კი 13 ბანკის ჯამურმა წმინდა მოგებამ გასულ წელს 3 მილიარდ 96 მილიონი ლარი შეადგინა, ეს კი 2023 წლის მაჩვენებელს 380 მლნ ლარით აღემატება. მაშინ, კომერციული ბანკების წმინდა მოგება 2 მილიარდ 716 მილიონი ლარი იყო. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წელს კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლებმა 8 მილიარდ 430 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც სესხებიდან შემოსავლებმა 7 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამავე სტატისტიკით, დეკემბრის მდგომარეობით ბანკების საპროცენტო შემოსავალი ჯარიმებიდან 106 მლნ ლარზე მეტი იყო. აღსანიშნავია, რომ 17 კომერციული ბანკიდან 4 ზარალზე გავიდა. წმინდა მოგების უდიდესი ნაწილი 87,5% კი მხოლოდ ორ ბანკზე მოდის. „საქართველოს ბანკის“ წმინდა მოგებამ გასულ წელს 1 მილიარდ 504 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, „თიბისი ბანკის“ მოგება კი 1 მილიარდ 206 მილიონი ლარი იყო.