საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში გასაღდა 6 500 ამერიკული დოლარის ოდენობის ყალბი 41 ცალი 100-დოლარიანი და 48 ცალი 50-დოლარიანი კუპიურა, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სრულად ამოიღეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.