განხეთქილება საფრანგეთის პარლამენტში - ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ბაირუმ 2025 წლის ბიუჯეტი ქვედა პალატაში კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა. როგორც ბაირუმ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბიუჯეტის გარეშე ვერცერთი ქვეყანა ვერ იარსებებს. მედიის ცნობით, რადიკალურმა მემარცხენე პარტიამ ბაირუს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება მოითხოვა, თუმცა „სოციალისტურმა პარტიამ“ განაცხადა, რომ უნდობლობის გამოცხადებას მხარს არ დაუჭერენ.