დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ დემოკრატიისთვის ბრძოლაში ქართველ ხალხს მხარი უნდა დაუჭიროს. მისივე თქმით, ბრიტანეთმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს, რადგან ამ შაბათ-კვირას, საქართველოში მომხდარი ძალადობა ადასტურებს იმას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა. მან ამერიკელ კონგრესმენთან, ჯო უილსონთან ერთად ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის, როგორც თავად ამბობენ, პუტინის ოლიგარქი მარიონეტის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს.