დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეშლილები მართავენ და მისი ადმინისტრაცია ორგანიზაციას მათ მოაშორებს. გამოცემა THE HILL-ის ცნობით, ტრამპმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის USAID-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეერთების საკითხს განიხილავს. ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი ჭკვიანი ადამიანია, თუმცა ფედერალურ მთავრობაში ხარჯების შემცირების შესახებ მის რჩევებს ყოველთვის არ გაითვალისწინებს. პარალელურად, ილონ მასკი აცხადებს, რომ USAID-ი ბიუჯეტიდან ბიოლოგიური იარაღის, მათ შორის COVID-19-ს კვლევებს აფინანსებდა, რის შედეგადაც მილიონობით ადამიანი დაიღუპა.