სირიის ქალაქ მანბიჯში მომხდარ ტერაქტს, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა, ასევე ათობით ადამიანი დაშავებულია. დანაღმული ავტომობილი მთავარ გზაზე აფეთქდა. დაღუპულებიდან 18, დაშავებულთა შორის კი სულ მცირე, 15 ქალია. ისინი დანაღმული მანქანის გვერდით მიმავალ ავტომობილში იმყოფებოდნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ეს გასული 3 დღის განმავლობაში მანბიჯში უკვე მეორე ტერაქტია. შაბათს მომხდარ ტერაქტს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი დაშავდა.