ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უისლონი ბიძინა ივანიშვლისა და მისი გარემოცვისა დასანქცირების მოწოდებით დიდი ბრიტანეთის შემდეგ ამჯერად ევროკავშირსაც მიმართავს. კონგრესმენი ამის მიზეზად ოქტომრის საპარლამენტო არჩვენების გაყალბებასა და აქციებზე დემონსტრანტების სასტიკ დარბევას ასახელებს. თავად ცალკეული ევროპარლამენტარი აცხადებენ, რომ ევროკავშირმა საქართველოსადმი გაცილებით უფრო მკაცრი ნაბიჯები უნდა გადადგას, ვიდრე საქართველოში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ევროპაში მოგზაურობის აკრძალვაა. ვიდრე ამერიკელი თუ ევროპელი დიპლომატები კრიტიკულ გზავნილებს ავრცელებენ, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ევროკავშირის მხრიდან სანქციებს არ ელოდებიან.