ე.წ. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის ვერდიქტი დარბაზში მყოფთა გარდა თავად ოკმელაშვილმაც გააპროტესტა და საცირკო წარმოდგენის სიმღერა იმღერა, რასაც განაჩენზე მისული მხარდამჭერებიც აჰყვნენ. მოსამართლეს დარბაზის გაფრთხილება არაერთხელ, მათ შორის, განაჩენის გამოცხადების დროსაც დასჭირდა. ოკმელაშვილმა განაჩენის გამოცხადებამდე მისი საქმის გარშემოც დეტალურად ისაუბრა. რა ხდებოდა დღევანდელ სხდომაზე, ამას ეკა ლემონჯავა უფრო დეტალურად მოგვიყვება.