საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე “ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მდგომარეობას გამოეხმაურა. მდინარაძე ამტკიცებს, რომ შიმშილობის გამო ადამიანის პატიმრობიდან გათავისუფლება სახელმწიფოსთვის ზიანის მომტანია. მანვე დაამატა, რომ სახელმწიფო შანტაჟს არ ექვემდებარება. ასევე მდინარაძის შეფასებით, მზია ამაღლობელი ოპოზიციის დავალებით, წინასწარი გეგმით მოქმედებდა. მზია ამაღლობელის მდგომარეობას სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დაკავებული ჟურნალისტის ჯანმრთელობის მონიტორინგის პროცესში ის სრულად იქნება ჩართული. აღსანიშნავია, რომ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი უკვე 23-ე დღეა შიმშილობს.