თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი 5 თებერვალს ჩვენებას მისცემს საქმეზე, სადაც დაზარალებულია, ხოლო ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილია. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ ივანიშვილის, როგორც დაზარალებულის დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით დაკითხვა მოითხოვა. მიზეზად კი დაზარალებულის ასაკი, უსაფრთხოება და სხდომის ხანგრძლივი ვადით მიმდინარეობა დაასახელა. დაცვის მხარისთვის კი დაუსაბუთებელი აღმოჩნდა, პოზიცია, რომ ასაკის გამო "ქართული ოცნების" დამფუძნებელი სასამართლოში გამოცხადებას ვერ შეძლებს. თავად ბრალდებული გიორგი ბაჩიაშილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან საქმეს შეთხზულ შურისძიებას უწოდებს.