31 დაკავებული და რამდენიმე დაშავებული - გუშინ აღმაშენებლის ხეივანზე, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე მოქალაქეები პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს, მათმა ნაწილმა იზოლატორი ხელწერილის საფუძველზე უკვე დატოვა. „თბილის მოლთან“ გამართულ აქციაზე ჩანდა აბსოლუტურად შეუკავებელი ძალადობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პოლიციის მიერ წესრიგის დაცვასთან - ასე აფასებენ მესამე სექტორის წარმომადგენლები გუშინელ ფაქტებს. პარალელურად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, აქციის მონაწილეების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. რაც შეეხება აქციის დროს დაშავებულებს, ისინი კლინიკა ვივამედისა და ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობენ. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჰქონდათ თუ არა მოქალაქეებს გზის გადაკეტვის კონსტიტუციური უფლება, რას ამბობენ იურისტები.
31 დაკავებული და რამდენიმე დაშავებული - როგორია აქციაზე დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა