"ქართული ოცნება" ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს. პარტიის აღმასრულებელი მდივანის მამუკა მდინარაძის სიტყვებით, ცვლილებების მიზანია ქვეყნის არაეფექტური მართვისკენ მიმართული კანონები შეცვლა. უმრავლესობის ლიდერმა სპეციალურ ბრიფინგზე მიდგომების პირველი ნაწილი წარმოადგინა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაინიცირებულია. "ქართული ოცნება" მთელი რიგი რეგულაციების გამკაცრებას აპირებს.