აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის „ადმინისტრაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები და მოლაპარაკებები უკრაინასთან, რუსეთთან და სხვადასხვა მხარესთან“. მისი თქმით აშშ უკრაინასთან და რუსეთთან უკვე მუშაობს. მანამდე უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის მიერ არჩეულმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა აღნიშნა, რომ აშშ-ს უკრაინაში არჩევნების ჩატარება სურს. აღნიშნულ განცხადებას კომუნიკაციების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, დიმიტრი ლიტვინი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს წარუმატებელი გეგმაა.