დედაქალაქში უწყვეტი პროტესტი გრძელდება,- მოქალაქეები გუშინ „თბილისი მოლთან“ შეიკრიბნენ. დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, სამართალდამცავებმა მათი გამოხატვის თავისუფლება შეზღუდეს და ფიზიკური ძალა გამოიყენეს. დაკავებულია 25-მდე მოქალაქე, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. როგორ ვითარდებოდა მოვლენები აქციაზე.