შსს-ს ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 31 პირი დააკავეს - არსებული ცნობებით, ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა - Palitra News

შსს-ს ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 31 პირი დააკავეს - არსებული ცნობებით, ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

2025-02-03 11:59:10+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 თებერვალს, აღმაშენებლის ხეივანზე, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი დააკავეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ყველა პირი ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

არსებული ცნობით, დაკავებულთა ნაწილი უკვე ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული, მათ შორის “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.