სალომე ზურაბიშვილი - რეპრესიების ახალი ტალღა - „ტიტუშკების“ ხროვამ კვლავ გამოიყენა არაპროპორციული ძალა - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი - რეპრესიების ახალი ტალღა - „ტიტუშკების“ ხროვამ კვლავ გამოიყენა არაპროპორციული ძალა

2025-02-03 10:12:06+04:00

ტერორი საქართველოში: რეპრესიების ახალი ტალღა, ახალი რეგულაციები დემონსტრაციის უფლების შესაფერხებლად, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, რეპრესიების მიუხედავად, საპროტესტო აქციები გრძელდება.

„ტიტუშკების“ ხროვამ კვლავ გამოიყენა არაპროპორციული ძალა, თავებსა და სახეებში ცემა, დაპატიმრებები, მაგრამ პროტესტი გრძელდება“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.