აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კანადა აშშ-ს 51-ე შტატი უნდა გახდეს - Palitra News

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კანადა აშშ-ს 51-ე შტატი უნდა გახდეს

2025-02-03 09:23:31+04:00

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კანადა აშშ-ს 51-ე შტატი უნდა გახდეს. მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში კანადელებს გაცილებით დაბალი გადასახადები და ბევრად უკეთესი სამხედრო დაცვა ექნებათ. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ტარიფები არ დაწესდება.როგორც ტრამპი აცხადებს, კანადის სუბსიდირებისთვის აშშ ასობით მილიარდ დოლარს იხდის, რის გარეშეც, ის, როგორც სიცოცხლისუნარიანი ქვეყანა, აღარ იარსებებს.