კომუნიკაციების კომისიამ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გამოცხადებული მედიაწიგნიერების ოლიმპიადის ფარგლებში, უფროსკლასელთა კატეგორიაში ქალაქ ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლა დააჯილდოვა. სკოლას გამარჯვება მოსწავლეების მიერ შექმნილმა საინფორმაციო ვიდეომ მოუტანა, სადაც ახსნილი იყო თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ადამიანი ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევას, როგორიც დეზინფორმაციაა. კომუნიკაციების კომისიამ სკოლას თანამედროვე მედიალაბორატორიისთვის საჭირო ტექნიკა, კერძოდ, ლეპტოპი, სმარტბორდი, მიკროფონი, ლედ განათება და შტატივი გადასცა. ამასთან ერთად მოუწყო კუთხე, სადაც სკოლის ყველა მოსწავლე მაღალხარისხიანი მედია პროდუქტის შექმნას შეძლებს.