ამოქმედდება თუ არა “ქართული ოცნების” მისამართით სანქციების ახალი პაკეტი. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ დასავლურ ქვეყნებში მმართველი პარტიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესი მიმდინარეობს. მათი შეფასებით, სანქციები უნდა იყოს კიდევ უფრო მკაცრი, რადგან ეს გარდაუვალია. ოპოზიციის წარმომადგენლები თვლიან, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური პრობლემების შექმნა უკვე შეუქცევად პროცესად იქცა.