„ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი „პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 23-ე დღეა დაკავებულია და შიმშილობს. მისი მხარდამჭერები და უფლებადამცველები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტოს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნა და უზრუნველყოს სამართლიანი მართლმსაჯულება. ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ციხის ადმინისტრაცია დუმს, ხოლო მზია ამაღლობელის დაკავება კონკრეტული სადამსჯელო ოპერაციის ნაწილია.