დედაქალაქში „თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, სამართალდამცავებმა მათ გამოხატვის თავისუფლება შეზღუდეს და ფიზიკური ძალა გამოიყენეს. დაკავებულია 25-მდე მოქალაქე, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები.