თბილისის გასასვლელში საპროტესტო აქციაზე ნიკა მელია, გიგი უგულავა და თენგო თევზაძე, სავარაუდოდ, დააკავეს - Palitra News

თბილისის გასასვლელში საპროტესტო აქციაზე ნიკა მელია, გიგი უგულავა და თენგო თევზაძე, სავარაუდოდ, დააკავეს

2025-02-02 18:52:14+04:00

თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, "კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები, ნიკა მელია და თენგო თევზაძე დააკავეს.

ინფორმაციას ადასტურებენ ოპოზიციონერების პრესსამსახურში.

"ინტერპრესნიუსი" ცდილობს დეტალები გადაამოწმოს შსს-ში.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.