უკრაინის პრეზიდენტი რუსეთზე პარტნიორების ზეწოლის გაძლიერების ინიციატივით კიდევ ერთხელ გამოდის - Palitra News

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთზე პარტნიორების ზეწოლის გაძლიერების ინიციატივით კიდევ ერთხელ გამოდის

2025-02-01 20:56:56+04:00

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთზე პარტნიორების ზეწოლის გაძლიერების ინიციატივით კიდევ ერთხელ გამოდის - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მხრიდან განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს ეხმაურება და განმარტავს, რომ უკრაინისთვის მსოფლიოს მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტის თქმით, თითოეული ტერორისტული აქტი ადასტურებს, რომ უკრაინას რუსული ტერორისგან თავის დასაცავად მეტი მხარდაჭერა სჭირდება. ზელენკის ცნობით, რუსული ძალების იერიშების შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა.