„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, მზია ამაღლობელს სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები - სამედიცინო დოკუმენტების გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა საჭირო პროცედურა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველა საჭირო პროცედურა უნდა შემოწმდეს, ვინაიდან თავიდან იყოს არიდებული მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის გაუარესება და ჯანმრთელობის დამაზიანებელი შეუქცევადი პროცესები.
განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მე-5 დაწესებულებაში არ არის შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა, მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაგვიანებული ან არასრულყოფილი მკურნალობა.