სალომე ზურაბიშვილი ბათუმში პროტესტში მონაწილე აქტივისტებს შეხვდა - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი ბათუმში პროტესტში მონაწილე აქტივისტებს შეხვდა

2025-02-01 20:50:34+04:00

სალომე ზურაბიშვილი ბათუმში პროტესტში მონაწილე აქტივისტებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საპატიმროებიდან უკვე გათავისუფლებული აქტივისტები და ასევე დაპატიმრებული აქტივისტების ოჯახის წევრები. ზურაბიშვილმა ადგილზე შეკრებილებს სიტყვითაც მიმართა. მე-5 პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სახალხო პროტესტი მთელი საქართველოს მასშტაბით გაიშალა, აქტიურობენ რეგიონები და ამ პროცესების ეპიცენტრშია ბათუმი. ადგილობრივმა აქტივისტებმა სალომე ზურაბიშვილს აქციებზე დაკავების, წინასწარი დაკავების საკნებში მოპყრობისა და გასამართლების პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და პირადი მაგალითის საფუძველზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ისაუბრეს.