აშშ-ში ტრამპის ცვლილებები გრძელდება - ამჯერად ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შემცირებასა და სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლის ქვეშ მოქცევას გეგმავს. გავრცელებული ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ მიმდინარე კვირაში ამ საკითხზე დისკუსიები გამართა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული არ არის. წყარო განმარტავს, რომ თეთრი სახლი USAID-ის დამოუკიდებლობის დასასრულებლად იურიდიულ უფლებამოსილებებს იკვლევს. გავრცელებული ინფორმაციით, დისკუსიებში ახლად შექმნილი მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ოფიციალური პირები ილონ მასკთან ერთად მონაწილეობდნენ და ვაშინგტონში USAID-ის შტაბ-ბინას სტუმრობდნენ.