საპროტესტი თეატრალიზირებული მანიფესტი რეგიონებში ოფიციალურად დაიწყო - Palitra News

საპროტესტი თეატრალიზირებული მანიფესტი რეგიონებში ოფიციალურად დაიწყო

2025-02-01 16:01:28+04:00

საპროტესტი თეატრალიზირებული მანიფესტი რეგიონებში ოფიციალურად დაიწყო. ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის" დასი აჭარაში გაემგზავრა. ამჯერად, მსახიობები საკუთარ პოზიციას მაყურებლის წინაშე ბათუმში დააფიქსირებენ. როგორც თავად მსახიობები ამბობენ, ის სცენა, რომელიც თეატრს გასცდა, ამჯერად, მაყურებლის გვერდით დაიდგმება.