„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატის, ჯუბა ქათამაძის განცხადებით, მათთვის მიწოდებული სხვადასხვა დიაგნოზები და ანალიზები, რომელიც ბოლო დღეებში ჩატარდა, გადაგზავნილია მზია ამაღლობელისა და მისი ოჯახისთვის სანდო ექიმებთან, შესაბამისად, ისინი ელოდებიან იმ რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა გადაიდგას მომავალი ნაბიჯები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასაცავად და მოსაფრთხილებლად. ამის შესახებ ადვოკატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. ადვოკატის თქმით, ჯერჯერობით სახალხო დამცველისთვის კონსილიუმის მოწვევაზე მოთხოვნით მიმართვას არ აპირებენ.