აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რუსეთის კრიტიკის პარალელურად აცხადებს, რომ აშშ შეცდა, როდესაც უკრაინას დაარწმუნა, რომ მათ არა მხოლოდ რუსეთის დამარცხება, არამედ მისი განადგურება შეეძლოთ. მისი თქმით, სწორედ ამერიკამ დააფინანსა მდგომარეობა, რომელსაც ახლა სახელმწიფო მდივანი ჩიხში შესულ კონფლიქტს უწოდებს. რუბიო განმარტავს, რომ უკრაინაში ადამიანების ტანჯვა გრძელდება, ქვეყანამ ასი წლით უკან დაიხია და ენერგოწარმოება განადგურდა, მისი თქმით, ახლა საჭიროა, რომ ვინმემ ამ რეკონსტრუქციის თანხები დაფაროს. რუბიო მთავარ საფრთხედ უკრაინელი მოქალაქეებისგან ქვეყნის ტერიტორიის დაცლას მოიაზრებს და ამბობს, რომ ამ მოცემულობით ქვეყანის მომავლის განვითარება ბუნდოვანია.