პროტესტის 66-ე დღეს, თბილისსა და რეგიონებში 10 აქცია-მსვლელობა გაიმართება - Palitra News

პროტესტის 66-ე დღეს, თბილისსა და რეგიონებში 10 აქცია-მსვლელობა გაიმართება

2025-02-01 12:19:05+04:00

პროტესტის 66-ე დღეს, თბილისსა და რეგიონებში 10 აქცია-მსვლელობა გაიმართება.

კერძოდ, 1 თებერვალს თბილისში 19:00 საათზე, საპროტესტო აქცია დაგეგმილია „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ და საქართველოს პარლამენტთან.

რაც შეეხება რეგიონებს, ახალციხეში, 18:00 საათზე, აქცია სახელწოდებით „- არა რუსულ რეჟიმს!“ გაიმართება შოთა რუსთაველის ძეგლთან;

ბათუმში, 15:00 საათზე, ერას მოედანზე, ველომსვლელობა „თავისუფლებისთვის და ახალი არჩევნებისთვის!“

18:00 საათზე, ახალი თეატრის საპროტესტო სვლა რეგიონებში: მანიფესტი - 9:00 - გასვლა ახალი თეატრიდან; 19:00 - სამშობლოს სამსახურში! - საკონსტიტუციო სასამართლოსთან;

ზუგდიდში, 16:00 საათზე პრეზენტაცია: „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ (Megobar)

ხოლო 18:00 საათზე, სამხარეო ადმინისტრაციის წინ აქცია სახელწოდებით - „ბრძოლა გამარჯვებამდე“;

თელავში, 18:00 საათზე მერიის წინ - „უწყვეტი პროტესტი თელავში“

ქუთაისში, მერიის წინ 19:00 საათზე, აქცია - „კი ევროპას, არა რუსეთს!“