რა გავლენას მოახდენს ქართული ოცნების გადაწყვეტილება ევროსაბჭოსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე - ხელისუფლების ოპონენტები, მათ შორის ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რომლებიც სტრაზბურგში იმყოფებოდნენ, აცხადებენ რომ „ქართული ოცნების“ ამ ნაბიჯით ქვეყანა კიდევ უფრო დიდ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა, რაც თავის მხრივ, ევროინტეგრაციაზე უკიდურესად ნეგატიურად აისახება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებებს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს ადარებენ და აცხადებენ რომ აღნიშნულზე დასავლეთს მკაცრი პასუხი უნდა ჰქონდეს. განსხვავებული მოსაზრება აქვთ თავად მმართველ გუნდში სადაც ევროსაბჭოს რეზოლიციას უსამართლოს და შეურაცხმყოფელს უწოდებენ.
რა გავლენას მოახდენს ქართული ოცნების გადაწყვეტილება ევროსაბჭოსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე - ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯით ქვეყანა კიდევ უფრო დიდ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა