ოთხი ოპოზიციური პარტია სირიის ახალ ხელისუფლებას მიმართავს მოთხოვნით, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღოს - შესაბამისი წერილი სირიის ახალ ხელისუფლებასთან უკვე გაგზავნეს - Palitra News

ოთხი ოპოზიციური პარტია სირიის ახალ ხელისუფლებას მიმართავს მოთხოვნით, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღოს - შესაბამისი წერილი სირიის ახალ ხელისუფლებასთან უკვე გაგზავნეს

2025-01-31 20:38:05+04:00

ოთხი ოპოზიციური პარტია სირიის ახალ ხელისუფლებას მიმართავს მოთხოვნით, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღოს. აღნიშნულის შესახებ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, შესაბამისი წერილი სირიის ახალ ხელისუფლებასთან უკვე გაგზავნეს. სირიამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წელს აღიარა.