BBC-ის რუსული სამსახური ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, თბოელექტროსადგურსა და ნავთობსაცავზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ოლქის გუბერნატორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დრონის ნამსხვრევებმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გამოიწვია. პარალელურად უკრაინაზე რუსული ძალების თავდასხმები გრძელდება. ქვეყნის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ოკუპანტებმა უკრაინას 31 იანვრის ღამეს 102 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. ქვეყნის თავდაცვის ძალებმა 59 დრონი ჩამოაგდეს, 37 კი ლოკალურად დაიკარგა.