რა შედეგს მოუტანს საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტა - ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების“ ამ ნაბიჯით ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დიდ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა, რაც თავის მხრივ, ევროინტეგრაციაზე უკიდურესად ნეგატიურად აისახება. ქართული ოცნების დელეგაციის გადაწყვეტილებას დღეს მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა.