თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომა "ქართუ ბანკის" კომერციული დირექტორის, ზურაბ გოგუას დაკითხვის ნაწილში დაიხურა. ახლა კი მოწმეები ჩვენებებს ღია სხდომაზე აძლევენ. პროცესზე ადვოკატმა გიორგი ბაჩიაშვილოსთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების ნაწილობრივი შეცვლა მოითხოვა. კერძოდ კი, მისთვის პასპორტის დაბრუნება და საზღვრის კვეთის აკრძალვის მოხსნა. რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.