ხან იუნისში ისრაელელი მძევლების გადაცემისას ადგილზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიკრიბა, რამაც ქაოსი გამოიწვია. ვითარება განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როდესაც 80 წლის ისრაელელი მძევალი ხალხის მასაში შენიშნეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ის არ დაუშვებს, რომ ისრაელელ მძევლებს ვინმემ ზიანი მიაყენოს. მისივე თქმით, უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც მძევლებისთვის ზიანის მიყენებას გაბედავს. როგორც ნეთანიაჰუ განმარტავს, ისრაელის მხარე მიღწეული შეთანხმების პირობების დარღვევას არ მიიღებს. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხან იუნისში მძევლების გათავისუფლების დროს საზოგადოებამ შემაძრწუნებელი სცენები იხილა.