რუსებმა მორიგი იერიში უკრაინის ქალაქ სუმში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანეს - Palitra News

რუსებმა მორიგი იერიში უკრაინის ქალაქ სუმში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანეს

2025-01-31 09:25:05+04:00

უკრაინაზე რუსი ოკუპანტების თავდასხმები გრძელდება. რუსებმა მორიგი იერიში უკრაინის ქალაქ სუმში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანეს. მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა. ამასთან, უკრაინის სამხედროების ინფორმაციით, გასულ ღამეს, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 81 დრონი გაუშვა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. უკრაინის საჰაერო ძალებმა, ქვეყნის ტერიტორიაზე 37 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება მოახერხეს.