ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ რუსეთზე მაქსიმალურ ზეწოლას გააგრძელებენ. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ვაშინგტონს კარგად ესმის, რომ უკრაინაში ომის დასამთავრებლად აუცილებელია რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლის განხორციელება. მისივე თქმით, აშშ-ის ახალ სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ ის დარწმუნდა, რომ ვაშინგტონს, ისევე როგორც ბრიუსელს, უკრაინაში არა დროებითი ზავი, არამედ მდგრადი მშვიდობა სურს. კალასის განმარტებით, აუცილებელია ისეთი მშვიდობა, რომელიც რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის შესაძლებლობას გამორიცხავს.