ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ აქციების დროს დაკავებული პირების ბანერების გამოფენას ფოთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა. ოპოზიციის პერფორმანსმა უმრავლესობის გაღიზიანება გამოიწვია და დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ქართული ოცნების ოპონენტების შეფასებით, მმართველი პარტიის წევრები ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებენ . ,,ქართულ ოცნებაში" ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და მათ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ.