დღეს ერევანში საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. შეხვედრის დასრულების შემდგომ ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ქართული ოცნება ვიზიტისგან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მეტად გაღრმავებას მოელის. სომხეთში იმყოფება მაკა ბოჭორიშვილიც. სომხეთის საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა კადრები, როგორ შეხვდა ერევანში ჩასულ ბოჭორიშვილს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ქართული ოცნების ლიდერების სომხეთში დაგეგმილ შევხედრებს წინ უძღოდა ვიზიტი აზერბაიჯანსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.