აქციებზე დაკავებულთა მიმართ ზიანის სიმძიმე შესაძლოა წამებას უთანაბრდებოდეს - ასეთია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, გაეროს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასება. გავრცელებულ ანგარიშს პოლიტიკური პარტიები ეხმაურებიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ რეპრესიებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ მმართველი პარტია ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ რეპრესიებსა და წამების ფაქტებზე პასუხისმგებელი პირები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.