პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ ჩანაწერს მოიცავს - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ქართული ოცნების დელეგაციას უფლებამოსილებას კონკრეტული დათქმებით უხანგრძლივებს, თუმცა საპასუხოდ ქართულმა ოცნებამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტა. ქართული ოპოზიციისთვის გუშინდელი გადაწყვეტილება იმის მანიშნებელია, რომ მართველი პარტია იზოლაციაში მოექცა, თავად უმრავლესობა ევროპული ბიუროკრატიის მძიმე მდგომარეობაზე აპელირებს და ამტკიცებს, რომ საქართველოს არც პოლიტპატიმრები ჰყავს და არც ევროპული გზიდან გადაუხვევია.