სუმში, დრონით თავდასხმის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

სუმში, დრონით თავდასხმის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა

2025-01-30 11:59:18+04:00

სუმში, დრონით თავდასხმის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სუმში მტრის Shahed-ის ტიპის დრონი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. დაიღუპა 4 ადამიანი, დაშავდა 9, მათ შორის ერთი ბავშვია“, - აცხადებენ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.

სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ხუთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.