უკანასკნელი დონი , იტალიური წარმოშობის ამერიკელი მწერლის მარიუ პიუზოს კრიმინალური ნოველაა. წიგნის ორიგინალი 1996 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში , გამომცემლობა Random House-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.
წიგნის სიუჟეტის მიხედვით დიდი მაფიოზური ოჯახის ისტორიის ცენტრშია ასაკში შესული და ძალადობით დაღლილი დონი , რომელიც ცდილობს ოჯახის სისხლიანი საქმეები სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციოს,თავის ბიზნესს ლეგალური სახე მისცეს,თუმცა მის სურვილებს წითელ ლაქად გასდევს წარსული ძალადობისა და კლანის შიგნით არსებული კონფლიქტების კვალი.,,უკანასკნელი დონის'' მთავარი წინააღდეგობა ძველსა და ახალ თაობებს შორის არსებული განსხვავებული ხედვებია, რომლებიც ვლინდება ისეთ სამყაროში,სადაც ძალადობა,ერთგულება,შურისძიება და ძალაუფლების დინამიკა განსაზღვრავს.მარიო პიუზო 1920 წლის 15 ოქტომბერს ნიუ-იორკში დაიბადა.
საშუალო გადანთლება ნიუ ორკის სოციალური კვლევის ახალ სკოლაში მიიღო, შემდეგ სწავლა გააგრძელა კოლუმბიის უნივერსიტეტში. მისი ახალგაზრდობა დაემთხვა II მსოფლიო ომის წლებს, რომლის დროსაც იგი მსახურობდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალებში. 20 წლის მანძილზე მუშაობდა სახელმწიფო დაწესებულებებში ამერიკასა და სხვადასხვა ქვეყნებში.1963 წლიდან კი მუშაობა დაიწყო შტატგარეშე ჟურნალისტად.
მწერალმა პირველი ნაწარმოები „წყვდიადის არენა“ 1955 წელს გამოაქვეყნა, რომელიც აღწერდა ომის შემდგომი გერმანიის ცხოვრებას. შემდგომი რომანი იყო „ბედნიერი ფურცელი“ რომელიც ასახავდა იტალიელი ემიგრანტების მძიმე ცხოვრებას ამერიკაში „დიდი დეპრესიის“ დროს.
თუმცა მწერალს ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა „ნათლიამ“. ამ ნაწარმოების დაწერის იდეა თვითონ მარიო პიუზოს ეკუთვნის მაგრამ მის გამოქვეყნებაში მისი მეგობარი ბენი ბრიუსი დაეხმარა, რომელმაც მწერალი რედაქტორს შეახვედრა, მწერალმა რედაქტორს მხოლოდ იდეა გააცნო რაშიც მან ავანსის სახით 5000 დოლარი მიიღო.1970-იან წლებში „ნათლია“ მსოფლიო ბესტსელერად იქცა, რამაც მწერალს, როგორც ფინანსური კუთხით, ასევე ლიტერატურულ სამყაროში დიდი წარმატება მოუტანა.
მარიო პიუზომ სიცოცხლეში 13 მდე რომანის დაწერა მოახერხა , უკანასკნელი დონი მწერლის რიგით მეთერთმეტე და ბოლო ნაწარმოებია რომელიც მის სიცოცხლეში გამოიცა.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2024 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.