უკრაინის პრეზიდენტის , ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროპასა და აშშ-ს დახმარებისთვის მიმართა შეიარაღებისა და სანქციების დაწესების საკითხზე, როდესაც კრემლმა უკრაინის საზღვრებთან ჯარების განლაგება დაიწყო, თუმცა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე პირადად მიმართა მაშინდელ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს თხოვნით, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაეწესებინათ უკრაინის საზღვრებთან ჯარების განლაგების საპასუხოდ. ზელენსკის თქმით, ის მოითხოვდა იარაღის მიწოდებასაც, თუმცა პასუხად მიიღო, რომ ეს მოხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა.