თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში „ჰამასის“ ლიდერს, მუჰამედ ისმაილ დარვიშს შეხვდა.შეხვედრას თურქეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის დირექტორი, პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი.შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ „ჰამასის“ სხვა ლიდერებიც.ანკარაში შეხვედრისას რეგიონში არსებული ვითარება დეტალურად განიხილეს.